ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პენის წარმოება ოფიციალურად დაასრულა. ფილადელფიის ზარაფხანამ ბოლო მონეტა მოჭრა, რითაც თითქმის 240-წლიანი ისტორია დასრულდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათივე ცნობით, გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო, ვინაიდან წარმოების პროცესი მონეტის თვითღირებულებაზე 4-ჯერ მეტს შეადგენდა. ამ ნაბიჯით ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 56 მილიონ დოლარს დაზოგავს.
თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ საცალო ვაჭრობაში გარკვეული სირთულეები უკვე შექმნა. სავაჭრო ქსელების ნაწილი ფასებს ამრგვალებს, სხვები კი მომხმარებლებს ზუსტი თანხით გადახდას სთხოვენ.
ექსპერტები ამბობენ, რომ განსხვავებული რეგულაციები შტატებში შეიძლება დროებითი დაბნეულობის მიზეზი გახდეს. გლობალურ ბაზარზე გავლენა მინიმალური იქნება, თუმცა გადაწყვეტილებას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
პენის დასრულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფინანსური სისტემის გარდაქმნას: ფიზიკური ფულის ეპოქა ნელ-ნელა უთმობს ადგილს ციფრული გადახდების ახალ რეალობას.
ნია ბაკურაძე