logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საქართველოში დოკუმენტების მართვა გამარტივდა - ინოვაციურ პლატფორმა SmartCLM-ზე მოთხოვნა გაიზარდა

საქართველოში დოკუმენტების მართვა გამარტივდა. ბაზარზე უკვე რამდენიმე კვირაა SmartCLM გამოჩნდა, რომელიც ქვეყანაში დოკუმენტების მართვის პირველ პლატფორმას წარმოადგენს და ბიზნესპროცესებს ამარტივებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“   SmartCLM-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან აღოშაშვილმა  განუცხადა, SmartCLM შექმნილია დოკუმენტების არასტრუქტურირებული მართვის პროცესების ჩასანაცვლებლად, სტანდარტიზებული და მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომით.

„SmartCLM მოიცავს ხელშეკრულების სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპს - შედგენიდან და მოლაპარაკებიდან დაწყებული, მისი მონიტორინგითა და ხელმოწერით დამთავრებული. ეს კი ორგანიზაციებს ეხმარება ელექტრონულ ფოსტებზე, საქაღალდეებსა და ცხრილებში გაფანტული ხელშეკრულებებიდან, ცენტრალიზებულ და გამჭვირვალე სისტემაზე გადასავლაში. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ხელშეკრულების სტატუსი, ცვლილების ისტორია, პასუხისმგებელი პირები და საკვანძო ვადები პლატფორმაზე ნათლად და რეალურ დროშია ასახული“, - განმარტა SmartCLM-ის თანადამფუძნებელმა.

ქეთევან აღოშაშვილის თქმით, SmartCLM განკუთვნილია ორგანიზაციების ფართო სპექტრისთვის, როგორებიცაა: სტუმარმასპინძლობის სექტორი, განათლების სექტორი, მომსახურების სფერო, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ფინანსური ინსტიტუტები, HR კომპანიები და სხვა.

„პლატფორმა განსაკუთრებით ღირებულია მათთვის, ვინც ბევრ დროს ხარჯავს დიდი რაოდენობის დოკუმენტების მომზადებაში, ვერსიების მართვასა და ვადების კონტროლში. ამ ყველაფერს SmartCLM-ის გამოყენებით ერთ წუთზე ნაკლებ დროში შეძლებთ“, - აღნიშნა SmartCLM-ის თანადამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, SmartCLM-ის ძირითადი მახასიათებლები შემდეგია: იურიდიულად გამართული დოკუმენტების შექმნა, კონტრაქტის სასიცოცხლო ციკლის სრული მართვა, დოკუმენტების ცენტრალიზებული საცავი, გუნდური თანამშრომლობის შესაძლებლობა, ავტომატური შეტყობინებები და ვადების კონტროლი, ასევე ელექტრონული ხელმოწერა.

„ჩვენი პლატფორმის მეშვეობით, დოკუმენტების შექმნის დრო 75%-მდე, ელექტრონულ ფოსტაზე კომუნიკაცია კი 10-ჯერ მცირდება. ასევე, აღარ არსებობს თეორიული შანსიც კი დოკუმენტების დაკარგვის. ეფექტურობის გარდა, CLM პლატფორმა აძლიერებს სამართლებრივ შესაბამისობას, ამცირებს ოპერაციულ რისკს და მხარეებს აძლევს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების უფრო მკაფიო წარმოდგენას“, - განაცხადა ქეთევან აღოშაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, საქმიანობის დაწყებიდან 3 თვის ვადაში, SmartCLM-ის სერვისზე ბაზარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია და სულ უფრო მეტი კომპანია ინტერესდება აღნიშნული პლატფორმით სარგებლობით.

გამოგვყევით