საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ფერმერებს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ 2025 წლის არსებული დავალიანება ჩამოეწერება და 2026 წელს გაწეული მომსახურების საფასურს სრულად დაასუბსიდირებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების სქემაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდებარე სოფლებიც ჩაერთო.
„ოკუპირებულ ტერიტორიებთან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ამ სოფლებში რეგისტრირებულ წყალმომხმარებლებს 2026 წელს გაწეული მომსახურების საფასურს სახელმწიფო სრულად დაუსუბსიდირებს. ამასთან, ჩამოეწერებათ „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანებაც“, - განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.