აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი ოფიციალურად დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 222 ხმით, 209-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის ექვსი დემოკრატი კონგრესმენი იყო. კანონპროექტი ჯერ – სენატმა, შემდეგ კი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, რის შემდეგაც ის აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცა.
დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც 43-დღიანი „შათდაუნის“ დასასრულად იქცა, ასევე შეაჩერებს დონალდ ტრამპის მიერ დაწყებულ მასობრივ გათავისუფლებებს, გზას გაუხსნის ფედერალური თანამშრომლებისთვის ხელფასების რეგულარულ გაცემას, ათობით მილიონი ამერიკელისთვის საკვების შესაძენად დახმარების გაცემას და მთავრობა საქმიანობას დაუბრუნდება.
1tv.ge