logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ევროპის ერთ-ერთმა უდიდესმა საერთაშორისო აქსელერატორმა Startupbootcamp-მა საქართველოში აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ევროპის ერთ-ერთმა უდიდესმა საერთაშორისო აქსელერატორმა Startupbootcamp-მა საქართველოში აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

1763655103

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” ერთ-ერთმა გამარჯვებულმა აქსელერატორმა Startupbootcamp-მა აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

აღნიშნული კომპანია გლობალურ ბაზარზე საქმიანობს და 27 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ის კონცენტრირებულია ინოვაციური ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებასა და მათ გლობალურ ბაზარზე წარმატებული გასვლის ხელშეწყობაზე.

პროგრამაში სულ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute - მონაწილეობს. 2026 წლის იანვრიდან აქსელერაციის პროცესს დაიწყებს Plug and Play და Startupbootcamp, ხოლო ივლისიდან პროგრამას შეუერთდება 500 Global და Founder Institute.

პროგრამა დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში.

პროგრამა ხელს შეუწყობს:

  • ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში.
  • სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლების უნარებისა და ცოდნის განვითარებას და მათ მზაობას მასშტაბირებადი ბიზნესის შესაქმნელად.
  • მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის განვითარებასა და პროდუქტების პოზიციონირებას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.startupbootcamp.org/georgia

 

გამოგვყევით