logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მარეგულირებელი აუდიტის შესახებ სასწავლო კურსი მიმდინარეობს

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მარეგულირებელი აუდიტის შესახებ სასწავლო კურსი მიმდინარეობს

1763553423

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს  სასწავლო კურსი „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები სწავლობენ სემეკის მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკას, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ რეგულაციებსა და წესებს.

სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მარეგულირებელი აუდიტის საკანონმდებლო ჩარჩოსა და მიზნებს, აუდიტის პროცესში ჩართული მხარეების პასუხისმგებლობებს, მიზანშეწონილი და არამიზანშეწონილი დანახარჯების შეფასების პრინციპებს,  რეგულირებული ან არარეგულირებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აუდიტის წესებს, აუდიტის ანგარიშის მომზადებისა და მისი საჯაროობის სტანდარტებს.

სასწავლო კურსი შემუშავებულია სემეკის პროფესიონალთა გუნდის მიერ და მიზმად ისახავს სექტორში დასაქმებული  სპეციალისტებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის,  იურისტებისთვის,  დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის გაღრმავებას სატარიფო რეგულირებისა და მარეგულირებელი აუდიტის მიმართულებით.

გამოგვყევით