logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"მომხმარებლებმა რეგიონში ჩახსნილი გაზის დანადგარები სოფელში წაიღეს და დაამონტაჟეს" - ნინო გულეიშვილი

ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის სექტორში ჩატარებული მოკვლევისას გამოვლინდა, რომ მომხმარებლებმა რეგიონში ჩახსნილი დანადგარები, რომელიც თვითონ გამოცვალეს ან კომპანიამ ჩახსნა, სოფელში წაიღეს და დაამონტაჟეს.

როგორც სექტორის წარმომადგენელი გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, აღნიშნული ხაზით 2 000-მდე  შემთხვევა გამოვლინდა, რაც დიდი პრობლემაა.

"წინა წელთან შედარებით, თბილისში დიდი სხვაობა, თუ რამდენ აბონენტთან მოხდა დანადგარის ჩახსნა მასშტაბური არ არის, როგორც რეგიონებშია. კომპანიებთან შეხვედრები ჩავატარეთ, გვინდოდა შეგვემოწმებინა რეგიონებში მასშტაბურ დარღვევებს რა იწვევს. დიდ პრობლემას იწვევს, როდესაც მომხმარებელი ქალაქში და ასევე სოფელში სახლს ფლობს, კერძოდ, როდესაც ქალაქში ჩახსნილი დანადგარები, რომელიც თვითონ გამოცვალა, ან კომპანიამ ჩახსნა, რადგან დაზიანებული იყო, სოფელში წაიღო და დაამონტაჟა. ცხადია, მსგავსი შემთხვევები კომპანიამ ქსელიდან ჩახსნა და გადამოწმებაც განახორციელა. 2 000-მდე მსგავსი შემთხვევა გვქონდა, როდესაც გადამოწმების შემდეგ კომპანიამ დარღვევა ისევ აღმოაჩინა და მომხმარებელს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

მომხმარებელზე სანქციები არ გვაქვს, რაც გარკვეულწილად პროცესებს აფერხებს. თბილისში ბევრად უფრო გაუმჯობესებული მაჩვენებელი გვაქვს, რასაც რეგიონებზე ვერ ვიტყვით" - აცხადებს ნინო გულეიშვილი.

გამოგვყევით