logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"მესტიაში ლაღამის უბნის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება" - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

"მესტიაში ლაღამის უბნის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება" - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

1763810650

მესტიაში ლაღამის უბნის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრიქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ლაღამის უბნის რეაბილიტაციის ტენდერში კომპანია „არქიტექსმა“  გაიმარჯვა.

კომპანია, კონტრაქტის ფარგლებში, მესტიის ისტორიული უბნის რამდენიმე სექტორის განახლების სამუშაოებს განახორციელებს.

პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება, მოიცავს ისტორიული შენობების, მათ შორის კოშკებისა და მაჩუბების აღდგენას. რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია, ასევე, ტრადიციული არქიტექტურული შენობების რესტავრაცია, რეკონსტრუქცია და კონსერვაცია, რაც ლაღამის უბანს ავთენტურობას შეუნარჩუნებს.

რეაბილიტაციის პროცესში, შენობების გადახურვისთვის გამოყენებული იქნება  ტრადიციული მასალები – ყავარი და ფიქალი, საჭიროების მიხედვით განხორციელდება, ასევე, გამაგრებისა და სახურავის მზიდი კონსტრუქციის შეცვლის სამუშაოები.

პროექტის მიზანია, მესტიის ისტორიული უბნის კეთილმოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ტურისტული პოტენციალის განვითარება.

გამოგვყევით