logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს სასამართლო დავა მოუგო

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს სასამართლო დავა მოუგო

1763986680

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ Credit Suisse-ს შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი.

ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.

1tv.ge 

გამოგვყევით