logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

1764056474

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მელიორაციის სექტორში  ტარიფების რეფორმის მიმდინარეობის შეფასებას.

შეხვედრაზე მხარეებმა  განიხილეს  მელიორაციის სექტორში არსებული გამოწვევები, რომელთა გადაჭრა ხელს შეუწყობს ეფექტიან რეგულირებას. დავით ნარმანიამ დადებითად შეაფასა მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა რეფორმის პროცესში.

სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები .

გამოგვყევით