ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მოლოდინია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები გეგმის შესაბამისად განვითარდება და მთავრობას 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა არ მოუწევს.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის წარმატება.
„ჩვენ ვმუშაობთ მეზობელ ქვეყნებთანაც, რადგან ტურისტული ნაკადი გავზარდოთ. დღეს, აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი ჯერ კიდევ არ მუშაობს და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. გვაქვს დიალოგი, რომ ორგანიზებულად მოვახდინოთ ტურისტული ჯგუფების შემოყავანა მეზობელი ქვეყნიდან. ასევე სხვა ტრადიციულ და ახალ ბაზრებზე გვექნება აქტიური საკომუნიკაციო კამპანიები, როგორც ეს დაგეგმილია.
2025 წელს მარკეტინგული კამპანიების კუთხით დაფინანსება გაზრდილია. მიმდინარე მოვლენების მიუხედავად ჩვენ ღონისძიებებს მაინც ვაგრძელებთ. ამ მოვლენების ფონზე შეიძლება ცოტა ჩაიკარგა, მაგრამ ბაკურიანში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამთო-სათხილამურო ტურნირს ვმასპინძლობთ, ეს კურორტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ევროსპორტზე მთელი მსოფლიო თუ არა, ევროპა მაინც უყურებს ამ ტურნირს. ასეთივე ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებზე. ზამთრის სეზონზე ჩვენ ვიქნებით აქტიურები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.