ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"გაცნობებთ, 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო (სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.
აღნიშნულ თარიღებში არ იმუშავებენ, საქართველოს მასშტაბით, გაფორმების ეკონომიკური ზონები (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონების საქონლის გაფორმების და ლოჯისტიკის
სამმართველოების, გეზი „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ შესაბამისი ჯგუფების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, შევსებული დეკლარაციებით გაცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების განხორციელება) და გაფორმების განყოფილებები.
ზემოაღნიშნულ თარიღებში, საბაჟო ორგანოს მიერ, იმ მომსახურების გაწევა, რომლებისთვისაც მოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.
აქვე გაცნობებთ, რომ 2026 წლის, 9 აპილიდან 13 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299
გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მათ შორის ელექტრონული) სარგებლობისას,"-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.