ორ თვეში საქართველოში მინის ნაწარმის იმპორტი 20%-ით გაიზარდა.
"საქსტატის" ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 9. 2 მლნ დოლარის ღირებულების მინის ბოთლების, ბოცებისა და სხვა მსგავსი პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 7.3 მლნ დოლარი იყო.
რაც შეეხება, წლიურ მაჩვენებლებს, 2025 წელს საქართველოში 79 მლნ დოლარის ღირებულების მინის ნაწარმის იმპორტი განხორციელდა.
მინის პროდუქცია საქართველოში ძირითადად სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩინეთიდან და საფრანგეთიდან შემოვიდა.
რაც შეეხება მინის ნაწარმის ექსპორტს, ქვეყნიდან წლიურად 2.7 მილიონი დოლარის ღირებულების მინის პროდუქცია გავიდა. ექსპორტის დიდი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის. იანვარ-თებერვალში კი საქართველოდან 700 000 დოლარის მინისგან დამზადებული პროდუქცია გავიდა.