logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სააღდგომო პერიოდში, კომპანიის გაყიდვები 20-25%-იით იზრდება - BlueTabla

სააღდგომო პერიოდში, გაყიდვების სტაბილური - 15-20%-იანი ზრდა გვაქვს , - ამის შესახებ ქართული ისტორიის, ხელოვნების, ტრადიციების და კულტურის მოტივებზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების კომპანიის Bluetabla-ს წარმომადგენელმა გიორგი შენგელიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისი განმარტებით, კომპანიის ძირითადი მიმართულება საცალო გაყიდვებია, თუმცა აღნიშნულ პერიოდში კორპორატიული შეკვეთებიც აქტიურია. 

"ჩვენი ბრენდი აქტიურად ვითარდება და ფართოვდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე.  რამდენიმე დასახელების პროდუქტი გვაქვს და ყოველწლიურად ვამატებთ და ვზრდით ასორტიმენტს. მიმდინარე პერიოდში, უკვე გვაქვს გაზაფხულის თემატიკის ახალი სუფრები და ასევე, სააღდგომო სუფრა, რომელსაც "პურობა" ჰქვია. 

მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია და გვაქვს იმედია, რომ კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი მომხმარებლები მოგვმართავენ როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ" - აცხადებს გიორგი შენგელია. 

მანვე აღნიშნა, რომ Bluetabla-ს სტენდების ჩანაცვლებას მაღაზიებით გეგმავს. როგორც გიორგი შენგელია აცხადებს, მიმდინარე წელს თბილისში სავარაუდოდ, კიდევ 2 ასეთი ტიპის მაღაზია დაემატება.

ცნობისთვის, Bluetabla ბაზარზეა 2014 წლიდან და დღესდღეობით ასაქმებს 67 ადამიანს. კომპანია ფლობს 12 მაღაზიას, მათ შორის, 8 თბილისში მდებარეობს. ასევე მოქმედებს ონლაინ www.bluetabla.ge, რომლის მეშვეობით  პროდუქციის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.

გამოგვყევით