logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3%-ით გაიზარდა

სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3%-ით გაიზარდა

1737359575

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.4 პროცენტით.

აღნიშნულ პერიოდში ფასების 4.4 პროცენტით ზრდა დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე 1.7 პროცენტით. ამასთან, დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 0.8 პროცენტით. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 3.0 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 11.1 პროცენტით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 3.1 პროცენტით. ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები შემცირდა 24.6 პროცენტით.

სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ჯამური ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 2.8 პროცენტით, ხოლო სადენიანი და უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები უცვლელია. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი შემცირდა 12.5 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 21.0 პროცენტით. ამასთან, სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 16.0 პროცენტით, ხოლო უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.4 პროცენტით. ფასების კლება დაფიქსირდა დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურებაზე 1.7 პროცენტით, ხოლო საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი გაზრდილია 8.7 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურების ფასები გაიზარდა 11.7 პროცენტით, ხოლო საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურების ფასები 6.3 პროცენტით.

გამოგვყევით