logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"2024 წელს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა" - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

"2024 წელს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა" - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

1737115935

2024 წელს საქართველოში  მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტები. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია ავრცელებს. 

განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ისრაელიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 310 982 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 43.3%-ს შეადგენს. 

"მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტები  ინდოეთიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში  124 335 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 46.8%-ია. ვიზიტები იზრდება ჩინეთიდანაც. ამ ქვეყნიდან საქართველოში  88 583 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 83.4%-ია.  რაც შეეეხება აშშ-ს, აღნიშნული მიმართულებიდან  საქართველოში  51 728 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 10.7%-ია,"-ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით