ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 5 091 732 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 9%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ 0.2% შეადგინა.
უწყების ცნობით, გასულ წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტები 78.7%-ით აღდგა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ტურისტული და საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2024 წლის მე-4 კვარტალში. გასული წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1 098 890 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა 8.4%-ია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა 0.8%-ს შეადგენს.
2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 1 573 488 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა 4.5%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენა 74.2%-ს შეადგენს.
2024 წლის მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან:
- თურქეთი - 1,336,834 ვიზიტი
- ისრაელი - 310,982 ვიზიტი
- ყაზახეთი - 178,930 ვიზიტი
- ინდოეთი - 124,335
- ჩინეთი - 88,583 ვიზიტი
- საუდის არაბეთი - 88,298 ვიზიტი
- უზბეკეთი - 64,259 ვიზიტი
- ამერიკის შეერთებული შტატები - 51,728 ვიზიტი
- საფრანგეთი - 28,302 ვიზიტი
- საბერძნეთი - 27,557 ვიზიტი
- ქუვეითი - 27,277 ვიზიტი
- ლატვია - 22,297 ვიზიტი
- არაბთა გაერთიანებული საემიროები - 14,889 ვიზიტი