logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

დეკემბერში საარსებო მინიმუმი ₾260.3-მდე შემცირდა

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 2.1 ლარით შემცირდა და 260.3 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, მაჩვენებელი წლიურად 10.6 ლარით არის გაზრდილი. რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის დეკემბერში 230.5 ლარით განისაზღვრა.

საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

თავად საარსებო მინიმუმის მაჩვენებელზე გავლენას ინფლაცია ახდენს, ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული დაბალი ინფლაციის მაჩვენებლის გამო, საარსებო მინიმუმზე წნეხიც შემცირებულია.

გამოგვყევით