logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თბილისს 200-მდე ახალი ელექტროდამტენი შეემატება

თბილისს 200-მდე ახალი ელექტროდამტენი შეემატება

1736928420

თბილისს 200-მდე ახალი ელექტროდამტენი შეემატება - თბილისის მერიამ აუქციონის გამოცხადებას უახლოეს მომავალში გეგმავს.  

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ტენდერი სამ ლოტად გამოცხადდება. თითოეულ ლოტში თანაბრად გადანაწილდება დასამონტაჟებელი დამტენების რაოდენობა; თითოეული მათგანი უნდა იყოს სწრაფად დამტენი აპარატი; აუქციონში გამარჯვებული კომპანია კი ვალდებული იქნება, აპარატები დაამონტაჟოს და ფუნქციონირება დაიწყოს არაუგვიანეს რვა თვის განმავლობაში; საიჯარო ვადა იქნება 10 წელი.

მისივე თქმით, აღნიშნული აუქციონის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ელექტრომობილების მომსახურება კიდევ უფრო გაუმარტივდება, მთლიანობაში კი პროცესი ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისებას, რაც თავის მხრივ, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებასა და ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

კახა კალაძემ მოუწოდა ბიზნესის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული პირობებით და აუქციონში ჩაერთონ.

განაცხადების მიღება 20 კალენდარული დღის განმავლობაში იწარმოებს.

გამოგვყევით