logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"2024 წელს საქართველოში 5.1 მლნ ტურისტულ ვიზიტს მივაღწიეთ, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ციფრია"

"2024 წელს საქართველოში 5.1 მლნ ტურისტულ ვიზიტს მივაღწიეთ, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ციფრია"

1736931091

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2024 წლის სტატიკურ მონაცემებს აჯამებს, მაია ომიაძის განცხადებით, გასულ წელს ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა.

„დასრულდა 2024 წლის სამოგზაურო სეზონი და საქართველოს ძალიან კარგი მონაცემები აქვს. 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტული ვიზიტები შედგა, 5.1 მილიონ ვიზიტს მივაღწიეთ, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ციფრია. ტოპ მიმართულებებშია: ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, ინდოეთი, ჩინეთი, აშშ, ისრაელი. ჩვენ 2025 წელს ვაგრძელებთ მეტი შემართებით და  ვფიქრობთ ძალიან წარმატებული წელი გვექნება.  იწყება საერთაშორისო გამოფენების სეზონი, სადაც წარვდგებით კერძო კომპანიებთან, ბიზნეს სექტორთან ერთად და მოვახდენთ საქართველოს პოზიციონირებას, ხელს  შევუწყობთ კერძო სექტორს ბიზნესკავშირები დაამყაროს საერთაშორისო კომპანიებთან, ასევე მალე დავიწყებთ კამპანიებს ევროპის ქვეყნებში და სამიზნე ბაზრებზე“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 9%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ 0.2% შეადგინა.

გასულ წელს საქართველოში 7 368 149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც  2023 წელთან შედარებით ზრდა 4.2%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტები 78.7%-ით აღდგა.

გამოგვყევით