logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ეპიდაფეთქების ან პანდემიის შემთხვევაში, კლინიკებისთვის რეგულაციები დროებით შემსუბუქდება - ახალი დადგენილება

ეპიდაფეთქების ან პანდემიის შემთხვევაში, კლინიკებისთვის რეგულაციები დროებით შემსუბუქდება - ახალი დადგენილება

1736942347

ეპიდემიის, პანდემიის, სეზონური ვირუსების მაღალი მაჩვენებლის პირობებში და სხვა მსგავს სიტუაციებში, კლინიკებისთვის გარკვეული შეღავათები ამოქმედდება.

ამის შესახებ საუბარია მთავრობის დადგენილებაში, რომლითაც ცვლილებები შევიდა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში. ცვლილებები 14 იანვრიდან ამოქმედდა.

„ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული სიტუაციის (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება, სეზონური ვირუსების ან სხვა დაავადებათა მნიშვნელოვანი გავრცელებით სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესში შესაძლო რისკები ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი სხვა მნიშვნელოვანი გარემოება, რაც გავლენას ახდენს სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე, მათ შორის, გეოგრაფიული მისაწვდომობის თვალსაზრისით) ეფექტიანად მართვისთვის საჭირო ღონისძიებების (მზაობა, პრევენცია, კონტროლი, რეაგირება) განხორციელებაში შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სტაციონარული ნებართვის მქონე დაწესებულებებს (დაწესებულებების ნაწილს) შესაძლებელია, დროებითი ღონისძიების სახით, მინისტრის ბრძანებით დაუწესდეთ ამ დადგენილებით განსაზღვრულისგან განსხვავებული ან/და საგამონაკლისო რეგულაციები ან/და ისინი ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლდნენ ამავე დადგენილებით შესაბამისი საქმიანობისათვის განსაზღვრული მოთხოვნებისაგან, ზემოაღნიშნული ბრძანებით დადგენილი წესით, პირობებითა და ვადის განმავლობაში,“ - ნათქვამია დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები ითვალისწინებს სტანდარტებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც სამედიცინო დაწესებულებას აღნიშნული ლიცენზიით ოპერირების უფლება აქვს. 
ესაა, მაგალითად, სავალდებულო ფართობი ერთ საწოლზე, ფართობი პალატაში ერთ პაციენტზე, საწოლებს შორის დაშორება, სავენტილაციო სისტემა, სადეზინფექციო საშუალებები, ნოზოკომიური ინფექციების მართვის სტანდარტების დაცვა და სხვა.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბრიდან, №385  დადგენილებაში 2023 წლის 1 სექტემბრიდან, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ძალაში შევიდა ცვლილებები რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობების შესახებ. სტანდარტი აწესებს გამკაცრებულ პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და ა.შ. მიმართულებით.

გარდა ამისა, ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა.

jandacva.ge 

გამოგვყევით