logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GCCA-მ "აჭარა ჯგუფთან" პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

GCCA-მ "აჭარა ჯგუფთან" პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

1736925835

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „აჭარა ჯგუფთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება  გააფორმა.

GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა - საცნობარო (კვების) მენიუში შეიტანოს ცვლილება და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის საბოლოო ფასის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის მომსახურების გადასახადი.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 2 თვის ვადა -  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

გამოგვყევით