logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ეროვნულმა ბანკმა შპს "ფეი უნიქარდი" ₾39 500-ით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს "ფეი უნიქარდი" 39 500 ლარით დააჯარიმა.

მარეგულირებლის ინფორმაციით,  სანქციის დაკისრების მიზეზები შემდეგია:

  • შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო;
  • 10 (ათი) კლიენტთან მიმართებით არ მომხდარა მათი ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დოკუმენტურად დადგენა;
  • 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა პროვაიდერის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამი რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება;
  • 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით არ მომხდარა კლიენტის ქონების შესახებ მოპოვებული დოკუმენტების შენახვა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. 

გამოგვყევით