logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი წლიური გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა - "შატილი"

მომხმარებლებს მინიმალური მოგების ხარჯზე, ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასს ვთავაზობთ. შესაბამისად, უფრო მეტი სანდოობა მოვიპოვეთ მომხმარებლებში და აქედან გამომდინარე, ჩვენი წლიური გაყიდვებიც საგრძნობლად გაიზარდა, - ამის შესახებ კომპანია „შატილის“ გაყიდვების მენეჯერმა მალხაზ დათუკიშვილმა გასული წლის შეფასებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, კომპანია 2024 წელს რამდენიმე პროდუქტის დამატებას გეგმავდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა.

"2024 წელი გამოწვევებით სავსე წელი იყო. მთელ მსოფლიოში გაიზარდა კარაქის ფასი და ამან საქართველოზეც იმოქმედა. თითქმის ყველა კომპანიამ გააძვირა კარაქი, თუმცა "შატილი" აღმოჩნდა ერთადერთი საწარმო, რომელმაც დაბალი ფასი შეინარჩუნა.  

ამჟამად, სამი სახეობის კარაქს ვაწარმოებთ - სპრედი, ნაღების კარაქი და შოკოლადის კარაქი. გვქონდა სხვადასხვა პროდუქციის გამოშვების გეგმები, თუმცა 2024 წელს ვერ მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმებში ისევ გვაქვს აღნიშნული პროექტების განხორციელება, რაც ვფიქრობთ, რომ ფასების და ლარის კურსის დასტაბილურების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

გარდა ამისა, ჩვენს 2025 წლის გეგმებში ადგილობრივი ბაზრის უფრო მეტად ათვისებაა. აღნიშნულის შესახებ მოლაპარაკება თითქმის ყველა ქსელურ მარკეტთან მიმდინარეობს", - აცხადებს მალხაზ დათუკიშვილი. 

კომპანია "შატილის"  მწარმოებელი საწარმო თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარეობს. კომპანია შოკოლადის კარაქის გარდა, დამატებით 2 სახეობის კარაქს (ნაღების კარაქი და სპრედი)  2001 წლიდან აწარმოებს. 

გამოგვყევით