logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ინდივიდუალური ექსპო გრანტის პროგრამაში განაცხადების მიღება განახლებული პირობებით გრძელდება - სააგენტო "აწარმოე საქართველოში"

ინდივიდუალური ექსპო გრანტის პროგრამაში განაცხადების მიღება განახლებული პირობებით გრძელდება - სააგენტო "აწარმოე საქართველოში"

1737014065

ექსპორტის მხარდამჭერ პროგრამაში - ინდივიდუალური ექსპო გრანტი, განაცხადების მიღება განახლებული პირობებით გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში განხორციელდა ცვლილებები, რაც მეტ ექსპორტიორს მისცემს შესაძლებლობას გაზარდოს საექსპორტო პოტენციალი და გააფართოოს კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან.

2025 წლიდან თითოეული კომპანიისთვის წლიურად ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა 5,000 ერთეულის ნაცვლად (დოლარი, ევრო, ფუნტი) გაზრდილია 10,000 ერთეულამდე.  გარდა მესამე და მეოთხე კატეგორიის კომპანიებისა, პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება მეორე კატეგორიის კომპანიებისთვისაც (აუნაზღაურდებათ ხარჯების 60%).

საწარმოს ზომით კატეგორიებს განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური: 

შეგახსენებთ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ინდივიდუალური ექსპო გრანტის პროგრამა 2024 წლიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში მეწარმეები თავად ირჩევენ მათთვის სასურველ საერთაშორისო გამოფენებს, სააგენტო კი კომპანიის კატეგორიის მიხედვით კვალიფიციური ხარჯების 60%-90% ანაზღაურებს. კვალიფიციური ხარჯი შეიძლება იყოს სივრცის ქირავნობა, სტენდის მშენებლობა და სავალდებულო მარკეტინგული ხარჯები.

ამ დროისათვის პროგრამით უკვე ისარგებლა 30-ამდე მეწარმემ. პროგრამა ექსპორტზე ორიენტირებულ თითქმის ყველა სექტორს მოიცავს. ესენია: საკვები და სასმელი ინდუსტრია, ტანსაცმელი, ტყავი და მისი ნაწარმი, სათამაშოები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები და სხვ.

გამოგვყევით