2025 წელს ონის მუნიციპალიტეტში ორი სპორტული მინი სტადიონის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს.
სოფელ ნაკიეთსა და ჭიორაში სპორტული მინი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. პროექტები ფინანსდება, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
თითოეულის სატენდერო ღირებულება 160.000 ლარს შეადგენს.
სოფელ ჭიორასა და ნაკიეთში სპორტული მინი სტადიონების დასრულება ივნისის ბოლოს იგეგმება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა (30მ*15მ)= 450 მ.კვ სტადიონი, რომელიც გათვლილი იქნება როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის მოყვარულთათვის.