logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"დღეს საქართველოში სადაზღვევო სექტორი, საერთაშორისო კონტაქტებით გაჯერებულია" - ნინა კობახიძე

"გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალური დირექტორის ნინა კობახიძის განცხადებით, დღეს საქართველოში სადაზღვევო სექტორი საერთაშორისო კონტაქტებით ერთ-ერთი ყველაზე გაჯერებული სექტორია, რომლის რისკების უდიდესი ნაწილი ყოველთვის ევროპის და ამერიკის კომპანიებშია გადაზღვეული.

როგორც მან, გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედება სადაზღვევო კულტურის და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ხელს შეუწყობს.

"რაც შეეხება მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედებას - სწორედ ეს არის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი. ეს არის არა ადამიანის ჯანმრთელობის ან საკუთარი ინტერესების დაცვა, არამედ შენს მიერ მიყენებულ ზიანზე შენი პასუხისმგებლობით დამდგარი დანახარჯების შემცირება. ეს მთელ მსოფლიოში მუშაობს.  ბიზნესი ველოდებით, რომ ბაზარი მინიმუმ 300 მლნ-ით გაიზრდება. ასევე, გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა და სადაზღვევო სექტორი ფინანსური სექტორის იმ ფერხულში ჩაებმება, სადაც რეალურადაც უნდა ვყოფილიყავით. გარდა ამისა, გაიზრდება დაზღვევის კულტურა. დღეს როდესაც მაინც ეჭვის თვალით უყურებენ ნებაყოფლობითი შინაარსის დაზღვევებს, ადამიანები  მიხვდებიან, რომ დაზღვევა ფუფუნება კი არა პირველი რიგის საჭირო რამ არის, რითაც საკუთარი და ოჯახის დანახარჯების მინიმიზაციას მოახდენენ. ევროპელი პარტნიორები გულისყურით უყურებენ ამ პროცესს. არის ბაზარზე შემოსვლის და უფრო მჭიდრო საქმიანობის ინტერესი", - აცხადებს ნინა კობახიძე.

ცნობისთვის, სადაზღვევო ინდუსტრია ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების მოლოდინშია.

გამოგვყევით