„ეკონომისტის პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა მოქმედ თუ მომავალ ეკონომისტს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებსა და მკვლევარებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სამსახურში არიან. ვუსურვებ მათ პროფესიულ წინსვლასა და საინტერესო საქმიანობას,"- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს.
"საქართველოს ეკონომიკის ბოლო წლების შთამბეჭდავი მიღწევები ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი ეკონომისტები - როგორც მეცნიერები, ისე პრაქტიკოსები მოწოდების სიმაღლეზე არიან და მიუხედავად ბოლო წლებში გლობალურად დაფიქსირებული არაერთი გამოწვევისა და კრიზისისა, ქვეყნის ეკონომიკა მდგრად მაჩვენებლებს ინარჩუნებს.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე ახალგაზრდებს, სტუდენტებს, დოქტორანტებს, მომავალ ეკონომისტებს, რომელთა ცოდნა და განათლება, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად უფრო ძლიერსა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულს გახდის“, -აცხადებს ნათია თურნავა.