თურქული იშბანკი (Isbank) ჩვენ ქვეყანაში ინვესტიციებს ზრდის. იშბანკის (საქართველო) კომერციული დირექტორის უჩა სარალიძის ინფორმაციით, IT ტრანსფორმაციისთვის მშობელი ბანკი დაფინანსებას $2 მილიონამდე ზრდოის.
ციფრული არხების განვითარების სამუშაოები გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო და სარალიძის ინფორმაციით H1/2024-ისთის სრულად გაიმართება. ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის დამოუკიდებელ მოდელზე გადადის.
მისი ინფორნაციით, ჯგუფს საქართველოში საქმიანობის გრძელვადიანი გეგმები აქვს. ქვეყნის გარეთ საინვესტიციო აქტივობაზე თურქეთის კრიზისი არ მოქმედებს. ქვეყნის მასშტაბის და სპეციფიკური ეკონომიკური პოლიტიკის გათვალისწინებით, გაუარესებული მაკროეკონომიკური პარამეტრები, მ.შ. >40%-იანი ინფლაცია, თურქეთის საფინანსო სექტორზე არ აისახება.
ამასთან, საქართველოში საქმიანობის გაფართოების სურვილი გარკვეულწილად ბანკის მომგებიანობის ზრდას უკავშირდება.
01.01.2024-ის ანგარიშით, უკუგება (გაწლიურებული) კაპიტალზე (ROE) >13%-ია, აქტივებზე (ROA) 4%.