logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

კინო გზაზე - თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა

კინო გზაზე - თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა

1754654473

კინომოგზაურობა შედგა - თიბისის მხარდაჭერით, თანამედროვე ქართულმა ფილმებმა საქართველოს სოფლები და ქალაქები მოიარეს.

„კინო გზაზე“ დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილი პროექტია. პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში, 10 სხვადასხვა ლოკაციაზე თანამედროვე ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმების ჩვენება გაიმართა.

6 ივნისს, პროექტის მოძრავი ეკრანი თელავში გაიშალა და აქედან დაიწყო ქართული კინოს მოგზაურობა - ყვარელში, ლაგოდეხში, შალაურში, წნორში, ქუთაისში, ფოთში, ქობულეთში, ვანსა და ზუგდიდში.

მაყურებლები პირისპირ შეხვდნენ რეჟისორებს - ილო ღლონტს, გიორგი თავართქილაძეს, ანკა გუჯაბიძეს, უტა ბერიას, თამთა ხალვაშს, მელანო სოხაძეს, დავით ფირცხალავას და სხვებს. გაიმართა არაერთი საინტერესო დისკუსია.

კინოპროექტის დასკვნითი ჩვენება 10 აგვისტოს, ახალციხეში გაიმართება და წარმოგიდგენთ თაკო რობაქიძის, ვაჟიკო ჩაჩხიანისა და გიორგი გოგიჩაიშვილის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს - „მცოცავი ოკუპაცია“, „ზამთრის თბილი დღე“, „8 წუთი“ და „10:45“.

კინოჩვენებას ახალციხეში შეხვედრების სივრცე - „კანტორა“ უმასპინძლებს (გრიგოლ ხანძთელის #30). დასწრება თავისუფალია და ტრადიციულად, ჩვენების დასრულების შემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და გაესაუბრონ ფილმების რეჟისორებს.

რეგიონებში სოციალურ-კულტურული ცხოვრების გაძლიერება თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, როგორ აახლოებს ხელოვნება ადამიანებს; ქმნის ახალ შესაძლებლობებს და აღრმავებს საერთო ღირებულებებს.

გამოგვყევით