logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ივნისში მშენებლობა 1.1%-ით გაძვირდა - "საქსტატი"

ივნისში მშენებლობა 1.1%-ით გაძვირდა - "საქსტატი"

1754464200

"საქსტატის" ინფორმაციით, 2025 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით , ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით  6.1%-ით გაიზარდა. 

მათ შორის: 

⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.6 პროცენტით,
ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 7.4 პროცენტით;
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 7.8 პროცენტით,
ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11.7 პროცენტით;
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4 პროცენტით,
ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.9 პროცენტით.

2025 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.15 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.5 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.1 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.85 და 1.25 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 24.4 პროცენტით

გამოგვყევით