logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

Georgian Bus: საინტერესოა ინდოეთის ტურისტული მიმართულება, რომელიც ქორწილების სეგმენტს მოიცავს

Georgian Bus: საინტერესოა ინდოეთის ტურისტული მიმართულება, რომელიც ქორწილების სეგმენტს მოიცავს

1754467080

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მსოფლიოს 31 ქვეყანაში დაწყებულ მარკეტინგულ კამპანიას კერძო სექტორის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ.

სატრანსპორტო კომპანია Georgian Bus-ის დირექტორის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ასევე ინდოეთის ტურისტულ ბაზრებზე გააქტიურება.

„დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, რადგან გავეცანით ახალ სტრატეგიას. ძალიან სასიხარულოა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიები აქტიურდება, მათ შორის – როუდშოუები, რომლებშიც კერძო სექტორსაც შეუძლია მონაწილეობა, რათა მოვიზიდოთ დამატებითი პარტნიორები და შევუწყოთ ხელი ტურისტების ზრდას ქვეყანაში.

საინტერესოა ინდოეთის ტურისტული მიმართულებაც, რომელიც კონკრეტულად ქორწილების სეგმენტს მოიცავს. ჩვენ სექტემბერში ვგეგმავთ მონაწილეობას დელიში გამართულ შესაბამის გამოფენაში, სადაც ფოკუსი სწორედ ქორწილებზე კეთდება. ვფიქრობთ, ეს ბაზარი დიდი პოტენციალის მატარებელია საქართველოსთვის“, – აცხადებს შალვა ხუციშვილი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტრატეგიულ ბაზრებზე – ევროპაში, აზიასა და ამერიკაში – საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.

გამოგვყევით