logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მარიამ ქვრივიშვილი: პრივატიზების კუთხით არსებული შედეგი ცხადყოფს, რომ საქართველოში ინვესტიციები იზრდება

მარიამ ქვრივიშვილი: პრივატიზების კუთხით არსებული შედეგი ცხადყოფს, რომ საქართველოში ინვესტიციები იზრდება

1754407781

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, წელს ორი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმის გადაჭარბებით, 136.13%-ით შესრულება ადასტურებს, რომ სამინისტრო აქტიურად და ამასთან, წარმატებით მუშაობს პოტენციურ ინვესტორებთან.

„ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს პრივატიზების მიმართულებით - მუდმივად გვაქვს გაწერილი გეგმა/გრაფიკი, რომლის მიხედვითაც აქტიურად ვმუშაობთ როგორც გუნდის შიგნით, ისე პოტენციურ - როგორც შიდა, ისე საერთაშორისო  ინვესტორებთან“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საპრივატიზაციო გეგმის გადაჭარბებით შესრულების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 126 332 000 ლარის მობილიზება მოხდა. იანვარ-ივნისის პერიოდში გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 6 189 160 ლარი შეადგინა. ამ პერიოდში გამოცხადდა 463 ელექტრონული აუქციონი, ხოლო აუქციონის წესით 261 უძრავი ქონება გაიყიდა.

„რა თქმა უნდა, პრივატიზების კუთხით არსებული შედეგი ცხადყოფს, რომ საქართველოში ინვესტიციები იზრდება, ბევრი შიდა და საერთაშორისო ინვესტორი დაინტერესებულია ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების კუთხით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პრივატიზაციის გეგმა უკვე 59.3%-ით არის შესრულებული. მარიამ ქვრივიშვილის პროგნოზით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი წლის ბოლომდე ასევე წარმატებით წარიმართება.

ეკონომიკა

გამოგვყევით