logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

დონალდ ტრამპი: აშშ-მა და სამხრეთ კორეამ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

დონალდ ტრამპი: აშშ-მა და სამხრეთ კორეამ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

1753949221

აშშ-მა და სამხრეთ კორეამ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი truth social-ზე წერს. სამხრეთ კორეიდან აშშ-ში იმპორტირებულ საქონელს 15%-იანი ტარიფი დაუწესდა.

ასევე, შეთანხმება აშშ-ს 350 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს მისცემს, რომლებიც აშშ-ის კონტროლის ქვეშ იქნება და პრეზიდენტის მიერ იქნება შერჩეული, ხოლო სეული ასევე აშშ-სგან 100 მილიარდი დოლარის ენერგორესურსებს შეისყიდის.

„სამხრეთ კორეასთან ჩვენ 15%-იან ტარიფზე შევთანხმდით, ამერიკისთვის ტარიფები არ იქნება. სამხრეთ კორეა სავსებით ღია იქნება აშშ-სთან ვაჭრობისთვის და დაუშვებს ამერიკულ პროდუქციას მათ შორის, ავტომობილებს, სატვირთოებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს და ა.შ.“, – წერს ტრამპი.

1tv.ge 

გამოგვყევით