logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებები ბიზნეს სექტორს პირობებს გაუუმჯობესებს" - ელენე ღუბიანური

ეროვნული სააგენტოს უფროსის, ელენე ღუბიანურის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებების შეტანის მთავარი მიზანი ბიზნეს სექტორისთვის პირობების გაუმჯობესებაა.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" ელენე ღუბიანური აღნიშნავს, ცვლილებები ბიზნეს სექტორს შესაძლებლობას მისცემს უფრო ზუსტად განსაზღვროს წინმსწრები ნაბიჯები, მაგალითად, რა დროს, რა ეტაპების გავლა მოუწევთ, რომ პროექტის დაწყების ეტაპს მიაღწიოს.

"ბიზნესისგან გვსმენია, რომ სხვადასხვა, პროექტებზე ნებართვების აღება საკმაოდ დიდ ვადასთან და პროცესებთან იყო დაკავშირებული, სწორედ ამიტომ ცვლილებების შეტანისას ჩავთვალეთ, რომ  გარკვეული საკითხები კიდევ უფრო დაკონკრეტებული ყოფილიყო. ამასთან, როდესაც ჩვენთან განაცხადი შემოვა, მაგალითად, სკრინინგის პირველ ეტაპზე ეროვნულ სააგენტოს 8 დღის ვადაში საშუალება აქვს პროექტის წარმოება შეწყვიტოს, თუკი განაცხადი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს", - აცხადებს ელენე ღუბიანური.

მისივე თქმით, ენერგეტიკასა და გარემოს შორის მჭიდრო კავშირია და სხვადასხვა, პროექტები გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს.

"ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტი, რომელიც გარემოსდაცვითი რეგულირების სფეროს ექვემდებარება, ჯერ გარკვეული სახის პროცედურას გადის... მას შემდეგ, როდესაც დადგინდება - საქმიანობის განმახორციებელ პირს გარემოსდაცვითი ასპექტები გათვალისწინებული აქვს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის გადაწყვეტილება გაიცემა და პროექტის მშენებლობის ეტაპი იწყება", - აღნიშნავს ეროვნული სააგენტოს უფროსი.

ცნობისთვის, გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებები უკვე შევიდა, პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება 26 ივნისს მიიღო. 

გამოგვყევით