logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ლაზიკა კაპიტალი" ლიცენზიის მისაღებად ემზადება

"ლაზიკა კაპიტალი" ლიცენზიის მისაღებად ემზადება

1701178800

მიკრობანკობის მსურველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან (მ./ო, მისო) დარჩა მ/ო"ლაზიკა კაპიტალი", რომელსაც ლიცენზიის მიღებაზე სებ-ში განაცხადი ჯერ არ შეუტანია.

მისოს დამფუძნებლის და მმართველის ბესიკ შენგელიას განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს წინასალიცენზიო კონსულტაციები. '

მისო მიკრობანკად ტრანსფორმაციის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მათ შორის მთლიან დაკრედიტებაში ბიზნესსესხების სავალდებულო წილობრივ მოთხოვნას.

მხოლოდ ლიკვიდურობის ნაწილში ითხოვს გარკვეულ ცვლილებებს, რომ დაგირავებული აქტივების კაპიტალთან შეფარდების კოეფიციენტი პირდაპირ 90%-ით კი არ განისაზღვროს. არამედ  მოზიდული დეპოზიტების პროპორციულად. 

და ამით, "ლაზიკა კაპიტალს" დეპოზიტების მოზიდვასთან ერთად, პარტნიორი ბანკებიდან საკრედიტო რესურსის მოზიდვაში ხელი არ შეეშალოს. 

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მარეგულირებელი კოეფიციენტის დაწევის და დაგირავებადი აქტივის ნაწილის გამოთავისუფლების მიზანშეწონილობას განიხილავს.

ბესიკ შენგელიას თქმით, საპარლამენტო კომიტეტებში განხილვადი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც მიკრობანკს, აქციონერების ნაწილზე ინფორმაციის წარდგენისგან ათავისუფლებს, "ლაზიკა კაპიტალისთვის" ნაკლებად აქტუალურია.

მისოს კვარტალური ანგარიშის თანახმად, ბესიკ შენგელია სს "ლაზიკა კაპიტალის" 30.7%-მდე აქციების მფლობელია. 20% ეკუთვნის ვახტანგ დოლიძეს. 10%-მდე აქციონერების წილებზე ანგარიშში ინფორმაცია არ არის.

2023-ის 9 თვის მდგომარეობით, "ლაზიკა კაპიტალი" მიკროსაფინანსო ბაზარზე ₾67 მილიონზე მეტი მოცულობის აქტივებით და 60 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით არის წარმოდგენილი. 

გამოგვყევით