logo
Loading data...

სააღდგომოდ ოქროს ზოდი გაიაფდა

სააღდგომოდ ოქროს ზოდი გაიაფდა

1714669020

ოქროს ზოდებზე საგაზაფხულო ვაჭრობა გაზრდილია. აპრილის ბოლო 2 კვირაში 100 ერთეული ზოდი შეიძინეს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 4 დეკემბრიდან ამ დრომდე ოქროს 653 ზოდია გაყიდული, მ.შ. 8 ცალი 1 კგ-იანია, დანარჩენი 20 გ-იანი.

ფასი აპრილის ბოლოსკენ შემცირდა და 2 მაისისთვის, 1 კგ -იანი 208 205 ლარი, პატარა ზომის ფილა კი 4 164 ლარი ღირდა.

გეოპოლიტიკური რისკების მატების ფონზე ოქროზე მოთხოვნა გლობალურად გაზრდილია. ფიზიკური თუ იურიდიული პირი ფულის მატერიალურ აქტივში დაბანდებას ირჩევს. ოქრო და უძრავი ქონება ტრადიციულად მიმზიდველად რჩება, მაღალი ლიკვიდურობის გათვალისწინებით.

ზოდების შეძენა შესაძლებელია საკასო ცენტრში. ასევე, ინტერნეტმაღაზიით. ასევეა ოქროს და ვერცხლის საიუბილეო მონეტები. კოლექციონერებში ყველაზე პოპულარულია მეფეების სერია და მ.შ. ყველაზე მოთხოვნადია თამარ მეფის გამოსახულებით. ვერცხლის, 110 ლარი ოქროს მონეტა კი 1 500 ლარი ღირს.

ინტერნეტმაღაზია, უქმეების შემდეგ, 11 მაისს გაიხსნება. ყვარლის ფულის მუზეუმიც დამთვალიერებელს 11 მაისიდან უმასპინძლებს.

სებ-ში აღნიშნავენ, რომ ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები რისკიანი ხდება. 

ზოდები სებ-საც შეძენილი აქვს. სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მარტიდან დაემატა.

ნინო შუბითიძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით