logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

თიბისის განცხადება საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით

თიბისის განცხადება საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით

1732991220

თიბისი საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ: 

"თიბისი, როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, თავისი არსებობის 32-წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის იდგა და იდგება საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ  ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას.

თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.

ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

#ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის,"-აღნიშნულია თიბისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოგვყევით