logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

გამოგვყევით