logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ნამახვანში ჰესის მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებულ დავაზე კომპანია ENKA-მ არბიტრაჟი მოიგო

ნამახვანში ჰესის მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებულ დავაზე კომპანია ENKA-მ არბიტრაჟი მოიგო

1733137842

ნამახვანში ჰესის მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებულ დავაზე, თურქულმა კომპანია „ენკამ“ საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟი მოუგო.

თურქული მედიის ნფორმაციით, არბიტრაჟმა საქართველოს თურქული კომპანიის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 383.2 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

„2021 წლის 20 სექტემბერს ჩვენ განვაცხადეთ ჩვენს სპეციალურ სიტუაციურ განცხადებაში, რომ ხელშეკრულება ნამახვანის კასკადის ჰესების პროექტთან დაკავშირებით საქართველოში შეწყდა ჩვენი შვილობილი შპს ENKA Renewables-ის მიერ. შეწყვეტასთან დაკავშირებით მიმდინარე საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი დასრულდა და გადაწყდა, რომ ჩვენმა შვილობილმა კომპანიამ კანონიერად შეწყვიტა ხელშეკრულება და საქართველოს მთავრობას დაევალა, დაახლოებით 383.2 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაცია გადაუხადოს ჩვენს შვილობილ კომპანიას, პროცენტებთან ერთად. ზემოაღნიშნული კომპენსაციის თანხის შეგროვების შემდეგ, იგი ჩვენს ინვესტორებს წარედგინება სპეციალური სიტუაციური განცხადებით“, – აღნიშნულია „საჯარო გამჟღავნების პლატფორმის“ განცხადებაში.

1tv.ge

გამოგვყევით