logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ციფრულ ტოპ|ქარდს 8 000 მომხმარებელი ირჩევს

რე|ბანკიდან ლიბერთიში მიგრირებულმა 8 000-მა მომხმარებელმა ციფრული Top|Card აირჩია, რომელიც ამ დროისთვის უნიკალურია, რადგან ბაზარს მხოლოდ ლიბერთი სთავაზობს.

ლიბერთიში გადასვლის შემდეგ, საკრედიტო ბარათის გაზრდილ შესაძლებლობებზე, ბანკის სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით სულუაშვილმა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" დეტალურად ისაუბრა. 

გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, რომ ინტერნეტ ბანკით ბარათი ძალიან ბევრმა გაიაქტიურა, საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, დამოუკიდებლად, დამატებითი ინსტრუქციის გარეშე და აქედან 8 000 -მა აირჩია ციფრული. პროცედურა წამებში სრულდება. სულ რამდენიმე კლიკს საჭიროებს, მას შემდეგ, რაც მომხმარებელს შეთავაზებების ფანჯარაში შეტყობინებების ბანერი ამოუვარდება.

დავით სულუაშვილმა Top|Card -ის წარმატებულ მიგრაციაზე აღნიშნა, რაც  2 თვის თავზე დასრულდა. 1 თვის თავზე კი შეთავაზებები დაიწყო. პირველია, თანხის 12 თვიანი უპროცენტო გადანაწილების აქცია "ელიტ ელექტრონიქსში" და როგორც მან ეთერში განაცხადა, მალე, სხვა მერჩანტებთანაც იქნება ანალოგიური შეთავაზებები. 

ამასთან  აღნიშნა, რომ 2 თვეში 450 პარტნიორთან (3 000 ობიექტი) მოხერხდა დაკონტრაქტება, რაც  საუკეთესო შედეგია და ქსელის გაფართოებაზე გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. 2 თვე რეკორდული დროა  ისეთი კომპლექსური ბარათის კოპირებისთვის, რომლის შექმნა-განვითარებას 4 წელი დასჭირდა. 

ლიბერთიში ინტეგირება 48 000  ბარათით დაიწყო, მიგრაციის პროცესში  3 000 ჩაიხურა და ამ დროისთვის 45 000 -მდე მომხმარებელი სარგებლობს.

პროდუქტის გააქტიურება, ფიზიკურად და დისტანციურად რამდენიმე არხით არის შესაძლებელი, ინტერნეტ, მობაილ ბანკით, სპეციალურად შექმნილი გვერდიდან https://libertycredit.ge/, ფილიალებში და ასევე პარტნიორებში განვადების მენეჯერებთან.

"რე|ბანკის" პროდუქტი (პაშა ბანკის ბრენდი) ტოპ|ქარდი და საცალო საკრედიტო პორტფელი ლიბერთიმ მარტში შეიძინა. ლიბერთის სისტემაში წარმატებული ინტეგრაციის შედეგად, მომხმარებლების არსებული აქტიური ანგარიშები ავტომატურად ხელმისაწვდომი გახდა ლიბერთიში და უცვლელი დარჩა როგორც დამტკიცებული ლიმიტები, ასევე პროდუქტის პირობები.

ლიბერთის გუნდმა დაამატა სიახლე - ციფრული ტოპ|ქარდი და ბარათის განახლება ციფრულ ფორმატშიც გახდა შესაძლებელი.

ბარათის უნიკალურობა მის შესაძლებლობებშია, ერთგვარი სამი ერთში. რევოლვირებადი პროდუქტი ერთდოულად მოიცავს განვადებას და განაწილებას.

ამასთან ბარათმა, თავისი არსებობის პერიოდში პარტნიორების დიდი ქსელი შემოიკრიბა.

გადაცემები

გამოგვყევით