ჩიპების მწარმოებელმა Neuralink-მა პირველად, ადამიანს ტვინის ჩიპი ჩაუნერგა - ამის შესახებ Neuralink-ის მილიარდერი დამფუძნებელი ილონ მასკი აცხადებს და თავისივე სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, პირველმა იმპლანტაციამ კარგად ჩაიარა და ადამიანი, რომელსაც პროცედურა ჩაუტარდა, უკვე გამოჯანმრთელდა.
„პირველ @Neuralink პროდუქტს ტელეპათია ჰქვია“, - ამბობს მასკი.
კვლევა შეაფასებს ჩიპების ფუნქციონირებას, რომელიც საშუალებას აძლევს კვადრიპლეგიით - ოთხივე კიდურის დამბლით დაავადებულ ადამიანებს, გააკონტროლონ მოწყობილობები თავიანთი აზრებით - ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე.
აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ კომპანიას ნებართვა გასულ წელს მისცა, რათა ადამიანებზე მისი იმპლანტის შესამოწმებლად პირველი ცდა ჩაეტარებინა.