logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ComCom-ის თავმჯდომარე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

ComCom-ის თავმჯდომარე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

1771497934

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკურ ატაშეს, კრისტინ როდრიგესს შეხვდა. შეხვედრას ასევე კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე და კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ და ComCom-ის წარმომადგენლებმა კრისტინ როდრიგესს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობისა და მისი რეგულირების სფეროში შემავალ დარგებში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე განიხილეს ქართულ ტელეკომ სექტორში არსებული ვითარება, ტენდენციები, არსებული გამოწვევები და პროექტები, რომლებსაც კომუნიკაციების კომისია ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს გეოგრაფიულ უპირატესობასა და პოტენციალზე, რეგიონის ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების კონტექსტში. ასევე განხილული იყო ქვეყანაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი.

მხარეებმა ერთმანეთს თანამშრომლობის მზაობა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

 

"ფასწარმოქმნის ჯაჭვში, მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და საცალო ქსელის ოპერატორს შორის, ასიმეტრიული ურთიერთობა შეიმჩნევა"

"ფასწარმოქმნის ჯაჭვში, მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და საცალო ქსელის ოპერატორს შორის, ასიმეტრიული ურთიერთობა შეიმჩნევა"

გამოგვყევით