logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა

1789461670

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მორიგი მონიტორინგი განახორციელეს. კვლევის მიზანია გლაციალური საფრთხეების შეფასება, პოტენციური რისკის ზონების გამოვლენა და მყინვარულ ხეობებში მიმდინარე პროცესების დინამიკის შესწავლა.

მონიტორინგის ფარგლებში, სპეციალისტებმა მყინვარული ხეობები ვერტმფრენით დაათვალიერეს, საველე-ექსპედიციური გზით მათი ვიზუალური და ინსტრუმენტული მონიტორინგი და არსებული მდგომარეობის ანალიზის მიზნით, დრონებით გადაღება განახორციელეს.

მიღებული მონაცემების საფუძველზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყნის მასშტაბით გლაციალური საფრთხეები შეფასდება და დადგინდება პოტენციური რისკის ქვეშ მყოფი ტერიტორიები.

მონიტორინგის ფარგლებში, წელს პირველად გამოიყენეს თანამედროვე ბათიმეტრიული წყლის დრონი, რომლის საშუალებითაც მყინვარულ ხეობებში არსებული ტბების მორფომეტრიული პარამეტრები შეფასდა.

კლიმატური ცვლილებების ფონზე, კავკასიონის პერიგლაციალურ ზონებში მყინვარების დეგრადაციის პროცესები მიმდინარეობს. მათ შორის, შეინიშნება მყინვარული ტბების წარმოქმნა და მათი ფართობის ცვლილება, ასევე მორენული მასივების მდგომარეობისა და ხეობებში აკუმულირებული მასალის დინამიკა.

მიმდინარე პროცესების მდგომარეობისა და დროში ცვლილებების შესაფასებლად, გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესაბამისი ტერიტორიების მიზნობრივ მონიტორინგს ყოველწლიურად ახორციელებს.

გამოგვყევით