logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

1793950380

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 40 ამპულა მედიკამენტი - ,,MASPORT (R)“ აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 400 ლარი შეადგინა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სანქციის სახით ჯარიმა - 14 400 ლარი შეეფარდა.

გამოგვყევით