logo
Loading data...

Rakuten Viber-ს, ყველაზე ხშირად, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იყენებენ

Rakuten Viber-ს, ყველაზე ხშირად, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იყენებენ

1714063830

Rakuten Viber-მა, საქართველოდან მიღებულისტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წლის დასაწყისიდან შეგროვილ მონაცემებს აერთიანებს.

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, საქართველოში აპლიკაციის მოხმარების საინტერესო სტატისტიკას გვიზიარებს. 2024 წელს, მესენჯერს სმარტფონების მომხმარებელთა 71% იყენებს. საკომუნიკაციოდ, ისინი აქტიურად იყენებენ როგორც ჩატების, ასევე, ზარების ფუნქციებს და აგზავნიან სტიკერების თუ GIF-ებს.

Rakuten Viber-, ყველაზე ხშირად, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იყენებენ. 2024 წლის პირველი რამდენიმე თვის შედეგების მიხედვით, თბილისი ყველაზე კომუნიკაბელურიქალაქი აღმოჩნდა - ყველაზე მეტი ზარი, პირადი თუ ჯგუფური შეტყობინება, სწორედ დედაქალაქიდან განხორციელდა. მეორე ადგილს ბათუმი იკავებს, ხოლო მესამე, ყველაზემოლაპარაკედამწერალიქალაქის ტიტული, ქუთაისს ერგო. 

სტატისტიკის მიხედვით, ქართველებს უყვართ არა მხოლოდ დარეკვა და მიწერა, არამედ სტიკერების გაგზავნაც. გადაგზავნის რაოდენობით საქართველოში ყველაზე პოპულარულ სტიკერებს შორისაა „Air Kiss", „LOL", წითელ გულიანი სტიკერები, წითელი ვარდი, ასევე „Thumbs up" სტიკერი.

Rakuten Viber-ის უახლესი მონაცემებით, საქართველოში მომხმარებელთა უმრავლესობა - 54% ქალია. შესაბამისად, მესენჯერის მამაკაცების აუდიტორია - 46%- შეადგენს. რაც შეეხება მომხმარებელთა პროცენტულ რაოდენობა სასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, შემდეგნაირია: Rakuten Viber-ის მომხმარებელთა 20% - 24 წლამდე ასაკისაა, 29% - 25-დან 34 წლამდეა. აუდიტორიის 31% - 35 - 50 წლისაა, ხოლო მომხმარებელთა 20% - 50+ ასაკისაა.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.

Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა დაფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით