logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

სეს-ი მოსახლეობას მოუწოდებს, ისეთ სავაჭრო ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები დაცული არ არის, მაღალი რისკის სურსათი არ შეიძინოს

სეს-ი მოსახლეობას მოუწოდებს, ისეთ სავაჭრო ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები დაცული არ არის, მაღალი რისკის სურსათი არ შეიძინოს

1744700760

სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს ინტენსიურად ამოწმებს.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე და მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, საცხობებს და საკონდიტროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებენ. შემოწმებისას ყურადღება ექცევა წარმოების პროცესში სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების, სურსათის შენახვის პირობების, ვადების და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დაცვის საკითხებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და მაღალი რისკის სურსათი (ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი) სავაჭრო ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები არ არის დაცული და რეალიზაციის პირობები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა კვერცხის 41 მწარმოებელთან; ერთი ბიზნესოპერატორი რეგისტრაციის არ ქონის გამო დაჯარიმდა. ამავდროულად, საკონდიტროებში განხორციელდა 175 შემოწმება. გამოვლინდა 10 სამართალდარღვევა, რაზედაც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა.

გამოგვყევით