logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა EBRD-ის წევრი ქვეყნების ჯგუფის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტსს შეხვდა

ნათია თურნავა EBRD-ის წევრი ქვეყნების ჯგუფის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტსს შეხვდა

1744817945

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წევრი ქვეყნების (ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა და საქართველო) ჯგუფის დირექტორთან ტამაშ ვოჟნიტსს გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და EBRD-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის საკითხებს. ასევე, ხაზი გაესვა EBRD-ის როლს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა EBRD-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი აფასებს და მიესალმება EBRD-ის ინიციატივებს ქვეყნის ცენტრალური ბანკის მხარდაჭერის მიმართულებით.

გამოგვყევით