2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 619.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.2 პროცენტით მეტია.
"საქსტატის" ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 401.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 5.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 217.9 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 20.1 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მარტში 2 816.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 22 აპრილს.