logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

სეს-მა ბათუმში კაფე-ბარს "ქენთ სთოფ" საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა ბათუმში კაფე-ბარს "ქენთ სთოფ" საწარმოო პროცესი შეუჩერა

1789462202

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ზ.-ის (მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის N49) კუთვნილი კაფე-ბარი -,,ქენთ სთოფ“ და გამოვლენილი დარღვევბის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.  ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და  ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად,  ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. 

ობიექტი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და  საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.

გამოგვყევით